ზაზა ბიბილაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
27 ნოემბერს წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართება ზაზა ბიბილაშვილის წიგნის პრეზენტაცია „დრუსილა”. ბავშვობის ასაკიდან ახალგამოსული ანდრო ხელაია აღმოაჩენს, რომ საკუთარი ტყუპისცალი და უყვარს. მალე ანდრო მოულოდნელი შეთქმულების მსხვერპლი ხდება, რაც საბედისწეროდ განსაზღვრავს მის დანარჩენ ცხოვრებას. უნებლიეთ ამბოხებული მთავარი გმირის გზა სავსეა შფოთით, შემთხვევითობით, ტაბუირებული კითხვებით, შურისძიების წყურვილით, რეალური განცდებითა და სიურეალური ისტორიებით… „დრუსილა“ არის ფანტასმაგორიული რომანი ღმერთზე და სიყვარულზე, რომელიც აღწერს ერთი ადამიანის ორ ცხოვრებას, დასაწყისიდან დასასრულამდე.