დავით უსუფაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ორმხრივ ურთიერთობასა და NDI-ის საქართველოში სამომავლო საქმიანობის გეგმებსა და პროექტებზე, მათ შორის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაზე.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობას, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხს და სხვა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.