უნდა მოვიხადოთ თუ არა ქუდი სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას? – საკითხზე პარლამენტი მსჯელობს

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს ქუდის მოხდის საკითხი განიხილება. საკითხზე დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში იმსჯელეს.
კვლავ იქნება თუ არა ქუდის მოხდა სავალდებულო სახელმწიფო ჰიმნის მოსმენისას, ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. თუ ადრე სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულო იყო ფეხზე ადგომა, ასევე მამაკაცებისთვის ქუდის მოხდა (გარდა სამხედრო პირებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც ქუდის მოხდა კონფესიური დოგმის გამო არ შეიძლება), დადგენილების პროექტის თანახმად, აღნიშნული ასე ჩამოყალიბდა: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა. საკითხის განხილვას კომიტეტის სხდომაზე აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა მოჰყვა.
“პატივისცემა უნდა იმ წესებს, იმ კანონებს, რომლებიც ჩვენ ტრადიციულად მოგვდგამს. თუ ყველაფერს ძალიან გულგრილად მოვეპყრობით, არაფერი არ გამოვა“, -აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები