კონსტანტინე კუბლაშვილი: ემზარ კვიციანის ოჯახის უფლებაა, ჰქონდეთ პრეტენზია

ემზარ კვიციანის ოჯახის უფლებაა, ჰქონდეთ პრეტენზია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათივე უფლებაა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
“მათი უფლებაა, ჰქონდეთ პრეტენზია და ასევე მათი უფლებაა, რომ თუკი უკმაყოფილოები არიან, გააგრძელონ განხილვა სასამართლოში იმ კუთხით, რომ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ თუ ისევ უკმაყოფილეობი იქნებიან, გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
ზუგდიდის სასამართლომ, გუშინ ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები