„აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის მოთხოვნით შევიდა“

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოწმების მიზნით თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე შევიდა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ გააკეთა.
ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2011, 2012 და 2013 წლის საქმიანობის შესწავლის მიზნით 2013 წლის ივლისიდან შევიდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პრობლემები უმეტესად სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში არსებობს.
„ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე შევიდა. უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, რაც სამინისტროს 2011, 2012 და 2013 წლის საქმიანობას ვსწავლობთ. განცხადებები, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, არასწორია. დარღვევები აღმოჩნდა, ჩვენ ამ დარღვევების შესახებ საქმის კურსში ვაყენებდით პროკურატურას და ვუგზავნიდით პერიოდულ ანგარიშებს. დარღვევებისა და პრობლემების ნაწილზე ვსაუბრობდით პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენის დროსაც, თუმცა, დღეის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დასრულებული არ არის და ჯერ საბოლოო ანგარიში არ გვაქვს. ძირითადი პრობლემები შესყიდვების ნაწილში იკვეთება და ამ პრობლემაზეა ყველაზე მეტად ყურადღება მისაქცევი“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები