კახა ბენდუქიძის ცხედარს ლონდონიდან 20 ნოემბერს გადმოასვენებენ

კახა ბენდუქიძის ცხედარს ლონდონიდან თბილისში 20 ნოემბერს, საღამოს საათებში გადმოასვენებენ – ამის შესახებ „კვირას“ თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კახა ბენდუქიძის ცხედარს, საკუთარ სახლში მოსეშვილის ქუჩაზე გადაასვენებენ, სადაც 21 ნოემბერს პანაშვიდი გაიმართება. კახა ბენდუქიძეს 22 ნოემბერს დაკრძალავენ. გამოსვენება კი თავისუფალი უნივერსიტეტის შენობიდან მოხდება.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“, 13 ნოემბერს, საღამოს საათებში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს, მოგვიანებით კი ინგლისში გადაიყვანეს. ის ლონდონში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები