პრინცი უილიამი და „Angry Birds“-ის შემქნელები ახალ თამაშს გამოუშვებენ

ბრიტანელი პრინცი უილიამი ცნობილი თამაშის „Angry Birds“-ის შემქნელების, კომპანია „Rovio Entertainment“-ის დახმარებით დღეს ახალ თამაშს გამოუშვებს, რომლის მიზანიც ცხოველებზე ბრაკონიერობის ზიანის დემონსტრირება გახლავთ. თამაშს „Roll with the Pangolins“ ეწოდება. პანგოლინები ძუძუმწოვრები გახლავთ, რომელზე ბრაკონიერობაც ბოლო დროს საგანგაშო ხასიათს იღებს. ახალი თამაში „Angry Birds „-ის 200 მილიონი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. „ცხოველების ეს სახეობა ბრაკონიერობის გამო გაქრობის პირას აღმოჩნდა. ეს ბრწყინვალე არსებები დაიღუპებიან, სანამ მე ცოცხალი ვარ, თუკი ჩვენ ახლა ზომებს არ მივიღებთ“ – ნათქვამია პრინცის მიმართვაში, რომელიც სააგენტო „Agence France-Presse“-მ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები