გარდაცვლილმა მაიკლ ჯექსონმა 2014 წელს 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის მაიკლ ჯექსონის ჰოლოგრაფიულმა შოუმ 2014 წელს 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ ინფორმაციას გამოცემა „Bloomberg“-ი გარდაცვლილი მუსიკოსების შესახებ საკუთარი კვლევის საფუძველზე ავრცელებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები ხშირად ცოცხლებზე მეტს გამოიმუშავებენ და სოციალურ ქსელებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მაგალითად ელვის პრესლის გვერდმა ფეისბუქზე მხოლოდ წელს 12,4 მილიონი ლაიქი დააგროვა, ხოლო ტვიტერში 187 ათასი მიმდევარი შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები