ღარიბაშვილმა და სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის გაკეთებული შეთავაზება განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის გაკეთებული ბოლო შეთავაზება განიხილეს.
“ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების ღონისძიებები, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ბოლო წინადადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან აფხაზეთთან, ხელი მოაწეროს ე.წ. ხელშეკრულებას ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ. ამ კუთხით, მინდა გამოვხატო ჩვენი შეშფოთება და წუხილი იმის გამო, რომ მიუხედავად რუსეთისადმი ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, რუსეთის მხარე ოკუპირებულ რეგიონებში აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, რითაც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონის და შესაძლოა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ღარიბაშვილის განცხადებითვე, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის დარჩება.
“მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დიდ მადლიერებას ალიანსის მდგრადი და მუდმივი მხარდაჭერის გამო, საქართველოს, საერთაშორისო და აღიარებული საზღვრების ფარგლებში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დარჩება ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები