ნოდარ ხადური: ენერგეტიკის სამინისტრო იღწვის იმისთვის, რათა საქართველოს ნათელი მომავალი ჰქონდეს

 ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს და მის გუნდს წარმატებულ მუშაობას ულოცავს. “საქართველოსთვის ენერგეტიკა მართლაც მნიშვნელოვანი დარგია და ის წარმატებები, რომელიც ამ დარგში ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო მიღწეული, დიდად იმ გუნდზეა დამოკიდებული, რომელიც სამინისტროს ხელმძღვანელობს. მინდა მივულოცო მინისტრს, კახა კალაძეს და მის გუნდს, რომ ასე წარმატებულად მუშაობენ. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ენერგეტიკის სამინისტრო იღწვის იმისთვის, რათა საქართველოს ნათელი მომავალი ჰქონდეს”, – განაცხადა ხადურმა.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს უწყების ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები