“ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს და ეს როგორც კალაძის პერსონალური, ასევე გუნდის მუშაობის დამსახურებაცაა”

 ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის სამინისტრო ერთ-ერთია იმ უწყებებს შორის, სადაც აქტიურობა შეიმჩნევა და რომლის მუშაობაც დადებითად შეიძლება შეფასდეს.
“საერთო ჯამში დადებითად უნდა შეფასდეს ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობა იმიტომ, რომ ეს არის უწყება, სადაც აქტიურობა შეიმჩნევა და სისტემა სტაბილურად მუშაობს. ვფიქრობ, კახა კალაძემ, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ენერგეტიკოსი არ იყო, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა, ძალიან მონდომებულია, ბევრი ისწავლა ამ პერიოდში. ენერგეტიკის სამინისტრო სოციალურად ორიენტრიებული სამინისტროა, პირველივე ნაბიჯები, რაც გადადგმული იყო, ამის დასტურია. მახსოვს როგორ ფიქრობდა მინისტრი და მისი გუნდი მუდმივად იმაზე, რომ ტარიფი შემცირებულიყო. ეს დღეს აღარავის აღარ ახსოვს, მაგრამ მაშინ როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მოხდა და ეს მარტივი გასაკეთებელი არ იყო“, – განაცხადა ხუხაშვილმა. გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, სამინისტროს სოციალურად ორიენტირებულობაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ჩვენ აქამდე გვქონდა სოფლები, რომელსაც ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდა და ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა. გაზიფიცირების თემები უფრო გააქტიურდა. „საერთო ჯამში ენერგეტიკის სამინისტრო ერთ-ერთია არცთუ ბევრი სამინისტროებიდან, ვისი სამუშაოც შეიძლება დადებითად შეფასდეს. უწყების აქტიურობა როგორც კახი კალაძის პერსონალური, ასევე გუნდის მუშაობის დამსახურებაცაა”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები