ვოლსკი ცისკარიშვილის განცხადებაზე: “ჩიტების“ მოტანილ ინფორმაციებზე სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის მიერ “კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრთან მინდია ჯანელიძესთან კითხვები არსებობს, დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
ვოლსკი ფიქრობს, რომ “ჩიტების“ მოტანილ ინფორმაციებზე სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება.
დეპუტატი ფიქრობს, რომ კომპეტენტური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე პარლამენტის და შესაბამისი ორგანოების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ლაფანყურის საქმეზე რეალური ანალიზი გაკეთდეს.
“ქართული საზოგადოების, მათ შორის ჩემი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქით, რომ რაც შეიძლება მეტი კომპეტენტური საზოგადოებრივი ორგანიზაციის, და არა ჩიტების მოტანილი ამბებზე დაყრდნობით გაკეთდეს ანალიზი ლაფანყურის საქმეზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„1 დეკემბერს გვექნება პრეზენტაცია, სადაც ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ვისაუბრებთ. იმდროინდელ კონტრდაზვერვასთან დაკავშირებით პირდაპირი კითხვები გვექნება თავდაცვის მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან“, – აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
პოლიტოლოგის განცხადებით, საქართველოს წინა და მოქმედ ხელისუფლებას, კრემლთან ერთად, სრული სიამტკბილობა აქვთ ლაფანყურის საკითხთან მიმართებაში, რის გამოც აღნიშნული საქმე დღემდე გამოუძიებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები