ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე, რომელიც 19- კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჟამად ასფალტის საფარი იგება, ასევე შენდება 9 ხიდი, 7 გზაგამტარი, 21 მიწისქვეშა გასასვლელი, 2 გვირაბი და ეწყობა 43 წყალგამტარი მილი.
დავით შავლიაშვილი დეტალურად გაეცნო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რთული ხიდის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს, რომლის საერთო სიგრძე 1180 მეტრს შეადგენს. საქართველოში სახიდე კონსტრუქციის მოწყობა ამ ტიპის უახლესი ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით პირველად ხდება.
უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, მოეწყო 48 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები. სამუშაოებზე 550-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადილობრივი მოსახლეობაა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 210 მლნ ლარს შეადგენს.