მცხეთის პროკურატურის თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა. პროკურორები მცხეთის N1 და N2, ასევე მიმდებარე სოფლების რამოდენიმე საჯარო სკოლის ასამდე უფროსკლასელ მოსწავლეს შეხვდნენ და პროფესიის არჩევის კუთხით კონსულტაცია გაუწიეს. ასევე ესაუბრნენ პროკურატურის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში და სამართლის აღსრულების მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. მოსწავლეების დასმულ კითხვებს პროკურორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს საქმიანობის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები