ნოდარ ხადური ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

2015 წლიდან ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს სექტორთან კონსულტაციებს განაგრძობს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს.
მათ აგრეთვე განიხილეს შესაძლო რისკები და იმსჯელეს მათი თავიდან აცილების გზებზე, რათა ახალი განაკვეთების დაწესება ნეგატიურად არ აისახოს კომპანიების საქმიანობაზე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების განხილვამდე, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამუშაო რეჟიმში გააგრძელოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული იყოს როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო ინტერესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები