ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისია საქართველოს თვის ბოლოს ეწვევა

ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, მეორე ფაზის განხორციელება იწყება. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, პირველი მისია საქართველოს 24 ნოემბერს ეწვევა. “24 ნოემბერს უკვე გამოგვიგზავნიან პირველ მისიას მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც შეამოწმებს, როგორია ჩვენი დოკუმენტები. არის თუ არა ისინი უსაფრთხო, როგორ ვიცავთ პრესონალურ მონაცემებს. ამას მოჰყვება კიდევ ორი ან სამი დამატებითი მისია გაზაფხულამდე. ჩვენი მიზანია, რომ რიგის სამიტი იქცეს ჩვენი წარმატების მომდევნო ეტაპად”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები