ავსტრალიამ და ჩინეთმა 9 წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაასრულეს

ავსტრალიამ და ჩინეთმა 9 წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დაასრულეს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა განაცხადა. „დილით კანბერაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მოხარული ვარ თავისუფალი ვაჭრობის ავსტრალიურ-ჩინური ხელშეკრულების საკითხზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განვაცხადო“, – აღნიშნა აბოტმა. მისივე თქმით, დოკუმენტს ავსტრალიის ვაჭრობის და ინვესტიციების მინისტრი ენდრიუ რობი და ჩინეთის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენი მოაწერენ ხელს. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება ავსტრალიის ეკონომიკაში ჩინეთის ინვესტიციებზე შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები