ავთანდილ ცქვიტინიძე მინისტრის მოადგილედ მისი მეუღლის დანიშვნის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს
დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ–ერთ მოადგილედ მისი მეუღლის ხათუნა თოთლაძის დანიშვნის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს.
დიზაინერის მეუღლე ცოლის დაწინაურებას მიესალმება და აცხადებს, რომ მას პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეუწყობს.
“ხათუნა 15 წელია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და გაიარა აბსოლიტურად ყველა სტადია და თავისი პროფესიით დაწინაურდა. მისასალმებელია და მომწონს, რომ პროფესიონალებზე აკეთებენ აქცენტს. მე არ ვიყავი საქართველოში და რომ ჩამოვედი და გავიგე, რა თქმა უნდა გამიხარდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენი 12 წლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე ზუსტად ვიცი, რომ ის აბსოლიტურად იდეალურად ართმევს თავს ყველაფერს. მე მივესალმები მის კარიერულ ზრდას, ისევე როგორც თვითონ. ჩვენ უკვე ვიცით რას ნიშნავს ეს ეტაპები და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ განვითარებაში.იმედია, აწი პრესაში ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე აღარ დაიწერება და მივესალმები თუ პირიქითაც იქნება“-აცხადებს ავთანდილი. წყარო:“პრაიმტაიმი“