კახა კალაძე მზადაა, აუდიტის სამსახურის კითხვებს ადეკვატურად უპასუხოს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცი-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მის უწყებაში არ შესულა. მისი თქმით, სამინისტროების შემოწმება აუცილებელია.
„ჯერჯერობით შემოწმება არ ყოფილა, თუმცა ეს მათი ვალდებულებაა, აუცილებლობაც კი, მოხდეს სამინისტროების შემოწმება და ჩვენ მზად ვართ, თუ იქნება კითხვები, პასუხი გავცეთ“, – განაცხადა კახი კალაძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს გარდა სხვა უწყებებშიც მუშაობს. აღნიშნული განცხადება სამსახურის ხელმძღვანელმა საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა. როგორც თორდია აცხადებს, მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია.