ქრისტეს ქანდაკებას მეხი დაეცა
რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ცნობილ ქანდაკებას მეხი დაეცა. 30 მეტრის სიმაღლის მონუმენტი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს გადაჰყურებს, ძლიერი შტორმის დროს ელვამ დააზიანა. ქანდაკებას ხელის ნაწილი ჩამოტყდა. კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, ქრისტეს ქანდაკების დაზიანებული ნაწილის რეკონსტრუქცია მომავალ თვეში დაიწყება და 1931 წლის მშენებლობისას დარჩენილი მასალით აღადგენენ. რა დაჯდება აღდგენითი სამუშაოები, ჯერჯერობით უცნობია.
ქრისტეს ქანდაკება 700 მეტრის სიმაღლისაა. 2007 წელს მონუმენტი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა სიაში შეიტანეს.