სალომე ბაკურაძე – პირადი ჩანაწრები
არსებობს წუთები, რომლებიც გვინდა მარადისობად ვაქციოთ, თუნდაც იმიტომ რომ ისინი ბედნიერებას გვანიჭებენ. ბედნიერება ფართო ცნებაა და ის ინდივიდუალურად აღიქმება, თუმცა ყოველ ინდივიდს სულ რაღაც, ერთი შეხედვით არც ისე ბევრი უნდა და ეს მცირედი – სიყვარული, ყურადღება, უსიტყვო, ყველაფრისმთქმელი ღიმილია, თვალებიდან ელვარე შუქს რომ ასხივებს და გულს რომ აფორიაქებს…
ამ მცირედის პოვნის მოლოდინში, ადამიანები ხშირად ცდებიან, ხშირად თავსაც იტყუებენ საკუთარი მეორე ნახევრის პოვნის იმედად, თუმცა მალე ყველაფერი ნათელი ხდება – გულს ვერც უბრძანებ და ვერც მოატყუებ …ათასში ერთი კი, იმ იღბლიანთა რიცხვს ეკუთვნის, მდუმარე ღიმილით რომ გრძნობს საკუთარ სხეულს, სულს და გულის ფეთქვას მის სხეულში…
დღევანდელი “პირადი ჩანაწერები“-სალომე ბაკურაძეს ეძღვნება…
მახსოვს, ის კულტურის უნივერსიტეტიდან. ხშირად ადამიანები ხომ ღიმილით, პოზიტიური განწყობით გვამახსოვრდებიან.. . სწორედ ესეთი იყო, ენერგიული, სახე მუდამ უღიმოდა და დადებითი ემოცია დიდხანს რჩებოდა მისგან… მერე ბევრი მესმოდა არამარტო მე, არამედ ყველას მის შესახებ – ის ხომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულია, მისი ხმა იმ სიხალისეს აჟღერებს, სულს რომ აფორიაქებს, აცოცხლებს…
სალომეს ერთი წლის წინ კვლავ შვხვდი… რა საინტერესოა, ზოგიერთი ადამიანი მართლაც არ იცვლება, უბრალოდ იზრდება. სალომეს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მან უბრალოდ საკუთარ გარეგნობაში შეიტანა შტრიხები… ის ლაშასთან ერთად, საქორწილო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა… ეს დაუვიწყარი წუთები იყო – წყვილი ბედნიერებას ასხივებდა…
ძნელია შემდგარი, წარმატებული, ეშხიანი და დახვეწილი ქალის მეუღლეობა, მე ასე ვიცოდი, ასე მჯეროდა…თუმცა ახლა უკვე არ ვიცი, რადგან სალი და ლაშა ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა. ორივე მათგანი საკუთარ საქმეში წარმატებულია.
კომფორტულად მოწყობილ ბინაში ყურადღება პატარა აივანმა მიიქცია – მაგიდით და 2 სკამით, დიალოგი, აზრის გაზიარება… სიყვარულში კიდევ ერთხელ, ალბად სწორედ აქ უტყდება წყვილი, ყოველ ღამე ერთმანეთს, – ასე გავიფიქრე… დილით ორივეს ეჩქარება, ყავას სალი ადუღებს და მშვიდად ადგენენ დღის განრიგს, ინაწილებენ ფუნქციებს და ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი, თუმცა, მე ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი დღე იწყება… და ეს ჩვეულებრივი დღეები, მანამ იქნება არაჩვეულებრივი, სანამ მათ თვალებში ის სხივი იელვარებს, რაც წამის მარადიულობის, სიყვარულის და ბედნიერების ტოლფასია…
სალომე პროექტისთვის ემზადება – „ერთი ერთში„ GDS- ზე- დარწმუნებული ვარ, მისი წარმატება ყველა მის გულშემატკივარს ძალიან გაუხარდება, ამიტომ, მე და რუბრიკა -„პირადი ჩანაწერები“ წარმატებებს და მარადიულ ბედნიერებას ვუსურვებთ მას…
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sWbWtWaqQEE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]