ნაპოლეონის ცნობილი ქუდი აუქციონზე გაიტანეს

  საფრანგეთში აუქციონზე გასაყიდად ნაპოლეონ ბონაპარტის ცნობილი ორკუთხა ქუდი გაიტანეს. აუქციონი პარიზში, ფონტენებლოს ისტორიულ ციხე-სიმაგრეში იმართება.
საფრანგეთის იმპერატორს აღნიშნული ქუდი 1800 წელს, მარენგოს ბრძოლის დროს ეხურა.
ნაპოლეონის გარდერობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნივთი მონაკოს სამეფო სახლის საკუთრებაა. ექსპერტები ქუდს 400 000 ევროდ აფასებენ.
აუქციონზე გასაყიდად საფრანგეთის იმპერატორის 1000-ზე მეტი ნივთია გამოტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები