კორლეონეს ოჯახის სასახლე გასაყიდად გამოიტანეს (ვიდეო)

გასაყიდად გამოიტანეს სახლი, რომელშიც აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფილმი „ნათლიმამაა“ გადაღებული. „კორლეონეს ოჯახის სასახლე“, სინამდვილეში კი „სტატენ-აილენდის მამული“ თითქმის 3 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
სასხლე 1930 წელს ააშენეს. საცხოვრებელი ფართი 580 კვადრატული მეტრია. სახლში 7 საძინებელი და 5 სააბაზანოა. სასახლის უკანასკნელმა მფლობელმა რესტავრაციის შედეგად მას სატრენაჟორო დარბაზი, სათამაშო ოთახი, 4 ავტოფარეხი და აუზი მიუმატა. მფლობელმა კაბინეტიც გადააკეთა და მაქსიმალურად „დონ კორლეონეს“ ოფისს მიამსგავსა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uW4Z80pv1EA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები