დედამიწის ყველაზე მაღალი და დაბალი ადამიანები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს
დღეს ლონდონში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი თურქი სულტან კიოსინი და ყველაზე დაბალი ადამიანი ნეპალელი ჩანდრა დანგი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ ინფორმაციას ოფიციალურ ტვიტერზე „Guinness World Records“-ი ავრცელებს. სულტანის კიოსინის სიმაღლე 2 მეტრი და 51 სანტიმეტრია, ხოლო დანგის 54,6 სანტიმეტრი. გამოცემა „Leicester Mercury“-ს ინფორმაციით, ეს დედამიწის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ადამიანების შეხვედრის პირველი შემთხვევა გახლავთ. შეხვედრა ლონდონში გინესის რეკორდების დღის და გინესის რეკორდების წიგნის 60 წლიან იუბილეს ფარგლებში მოხდა. გინესის რეკორდების დღე მეათეჯერ აღინიშნა.