ავსტრალიელმა უფლებადამცველებმა თავი ქვიშაში ჩარგეს
ავსტრალიურ პლიაჟზე ბონდი ბიჩზე 400 მეტმა ადამიანმა თავი ქვიშაში ჩაჰყო. ამგვარად, მათ პროტესტი გამოთქვეს ავსტრალიის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც 15-16 ნოემბერს გასამართ ფორუმზე G20 ეკოლოგიის საკითხების წამოწევის სურვილი არ გამოთქვა. ამ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“-ი ავრცელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები აღშფოთებულნი არიან კლიმატის ცვლილებებთან მიმართებაში ავსტრალიის პრემიერის ებოტის დამოკიდებულებით. აქტივისტები თავიანთი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებენ აიღონ ჩინეთის და აშშ-ს მაგალითი აიღონ, რომლებიც ატმოსფეროში სასათბურე გაზების ამოფრქვევების შემცირებაზე შეთანხმდნენ. პერფორმანსში მონაწილეობას წყვილები პატარა ბავშვებითურთ, სკოლის მოასწავლეები და საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები იღებდნენ. ავსტრალიის პრემიერი ტონი ებოტი ეკოლოგიური პრობლემების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულებითაა ცნობილი. 2009 წელს ებოტმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მეცნიერთა შემაშფოთებელ დასკვნებს „მონაჩმახი“ უწოდა.