პარიზის „დისნეილენდის“ მიდამოებში ვეფხვს ეძებენ

ფრანგული ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პარიზის „დისნეილენდის“ მიდამოებში ახალგაზრდა ვეფხვის ძებნა მიმდინარეობს. ქალაქ მონტევრენის წარმომადგენელთა მონაცემებით, მტაცებელი უკანასკნელად გასართობი კომპლექსიდან 9 კილომეტრის დაშორებით ჩოგბურთის მოედნის და საფეხბურთო სტადიონის რაიონში ნახეს. შემთხვევის ადგილზე უკვე გამოცხადდნენ პოლიციელები და მაშველები, რომლებმაც ტერიტორია შემოსაზღვრეს. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ყველას მოუწოდებენ თავი აარიდონ ამ ზონას და მხოლოდ ტრანსპორტით გადაადგილდნენ.
გამოცემა „Associated Press“-თან საუბარში პარიზული „დისნეილენდის“ ოპერატორმა, კომპანია „EuroDisney“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გასართობ პარკში ვეფხვები არ არიან. ამ დრომდე უცნობია ამ მიდამოებში ვეხფვი საიდან გამოჩნდა.
ცნობილია, რომ ვეფხვს საათში 60 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ასე რომ სურვილის შემთხვევაში ბავშვთა გასართობ ცენტრამდე მიღწევას ის ძალიან მალე მოახერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები