კაიროში სტუდენტი ჯორჯ ორუელის წიგნის „1984“-ის გამო დააპატიმრეს

ეგვიპტეში სტუდენტი ჯორჯ ორუელის წიგნის „1984“-ის გამო დააპატიმრეს. 21 წლის ახალგაზრდა პირდაპირ კაიროს უნივერსიტეტის შესასვლელთან დააკავეს. ჩხრეკის შედეგად მას 2 მობილური ტელეფონი ელემენტების გარეშე, 2 „ფლეშკა“ და მყარი დისკი აღმოუჩინეს. „ალ არაბიას“ ინფორმაციით, სტუდენტს ასევე ჩანაწერები ჰქონდა, სადაც აღნიშნული იყო, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს ქვეყანაში ისლამურმა ხალიფატმა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ორუელის ცნობილი რომანი, – ანტიუტოპიის ქონა სტუდენტის ოპოზიციურ ძალებთან კავშირზე მეტყველებს.
ეგვიპტე ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც რომან „1984“-ის გამო შესაძლებელია პრობლემები შეგექმნათ. აგვისტოში ავიაკომპანია Philippines Airlines-მა ტურისტებს, რომლებიც ტაილანდში მიემგზავრებოდნენ, ურჩია, რომ ეს წიგნი თან არ წაეღოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები