კვირეული „დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტები“ გაიხსნება

12-16 ნოემბერს, მწერალთა სახლში დავით სარაჯიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებული კვირეული „დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტები“ გაიხსნება. კვირეული მოიცავს დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტების გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი ფოტოები, ნივთები და ნამუშევრების ორიგინალები. მხოლოდ დასახელებაც კი, ვინც დავით სარაჯიშვილის სტიპენდიით მიიღო განათლება, წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რამდენად მასშტაბური იყო მისი ქველმოქმედება.ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ადამიანებისა, რომელთა განათლებაში დიდი წვლილი სწორედ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნის. კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო დისკუსია ქველმოქმედების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები