33 ევროპული ენა შესაძლოა, სამუდამოდ გაქრეს

33 ევროპულ ენას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მათ შორის 13 განადგურების პირასაა. ამის შესახებ „ზე ინდეფენდენთი“ წერს. გამოცემა საერთაშორისო – საინფორმაციო ტურისტულ პორტალ „გუეროს“ მონაცემებს ეყრდნობა, რომელმაც იუნესკოს მიერ შედგენილი, განადგურების პირას და საფრთხეში მყოფი ევროპული ენების სია გამოაქვეყნა.
განადგურების პირას მყოფი ის ენებია, რომლებზეც ყველაზე უფროსი თაობის ცალკეული წარმომადგენლები საუბრობენ, როდესაც მათ შვილებს მათი უკვე არ ესმით. საფრთხეში მყოფ ენებს კი განეკუთვნება ენა, რომელზეც უფრო ახალგაზრდა ადამიანები იშვიათად საუბრობენ. პორტალი „გუერო“ტურიზმის ახალ სახეობას გვთავაზობს – ლინგვისტურ ტურიზმს. მისი მიზანი გაქრობის პირას მყოფი ენების მიმართ ყურადღების მიპყრობაა. გარდა ამისა, სასურველია იმ რეგიონების ეკონომიკური მხარდაჭერა, სადაც ეს ენები კიდევ არსებობენ.
ენების სიიდან, რომლებიც განადგურების პირას იმყოფებიან, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გერმანული ენის გოტშეიური დიალექტია, რომელზეც სლოვენიის ქალაქ კოჩევიეში მცხოვრები გოტშეური გერმანელების ეთნიკური ჯგუფი საუბრობს. ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა უცნობია. კარაიმული ენის გალიჩურ დილაექტზე კი, რომელიც უკრაინის დასავლეთით გავრცელდა, მხოლოდ 6 ადამიანი საუბრობს.
ვოდის ენა მხოლოდ 20-მა ლენინგრადის რაიონის მცხოვრებმა იცის.
სერიოზული საფრთხის ქვეშ ასევე კილდინ-საამსური ენაა, რომელიც კოლსკის ნახევრაკუნძულზეა გავრცელებული. იუნესკოს მონაცემებით, მასზე 787 ადამიანი საუბრობს.
საერთო ჯამში, საფრთხე ემუქრება საფრანგეთში მცხოვრები 8 ეთნოსის ენას, დიდი ბრიტანეთში – 4 ეთნოსისას, შვედეთში – 3-ისას, ასევე ხორვატიის, ბულგარეთის, იტალიის, საბერძნეთის, გერმანიის, ფინეთის, ნორვეგიის და ლატვიის ეთნოსების ენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები