„არტისტრეიუმი 2014“-ის ფარგლებში გერმანელი ხელოვანების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება

დღეს ევროპის სახლში „არტისტერიუმი 2014“, თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გერმანელი ხელოვანების – ოკკა ჰუნგერბიულერის და ულუ ბრაუნის „Des Ptohograhpies“ პრეზენტაცია გაიმართება. გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით წელს არტისტერიუმის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება Berlin Art Prize 2014-ის გამარჯვებული ხელოვანები: „Des Ptohograhpies“, ოკკა ჰუნგერბიულერი და ულუ ბრაუნი.
ასევე ნაჩვენები იქნება ვიდეოგამოფენა LOOKING AT THE BIG SKY,რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა ოთხ გერმანულ სამხატვრო აკადემიასთან ერთად შეიმუშავა. 17 ნოემბერს კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოიფინება დიუსელდორფის, კიოლნის, მიუნხენის და ბრაუნშვაიგის სამხატვრო აკადემიების სტუდენტების ვიდეონამუშევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები