სოზარ სუბარი: ივანიშვილს ჰქონდა გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე მთავრობის დანარჩენ წევრებს

   როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი, არა ერთხელ ყოფილა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე საუბარი და ძალიან მკაცრადაც, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყოფილ პრემიერს ჰქონდა გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს.
„ბიძინა ივანიშვილმა იცოდა ის, რაც იყო გამოქვეყნებული და რაზეც მერე თვითონ გააკეთა ანალიზი. როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი, არა ერთხელ ყოფილა საუბარი სხვადასხვა უწყებებში და მათ შორის თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე და ძალიან მკაცრადაც. ეს ეხებოდა კვების საკითხებს, კვების ტენდერებს, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს არაერთ სხვა თემას და საჯაროდ ხდებოდა ამის განხილვა. პრემიერი იყო და ბუნებრივია, მას ჰქონდა გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე მთავრობის დანარჩენ წევრებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები