ირაკლი ალასანია: ჩვენ მოგვეცა შანსი და მას არ ვუღალატებთ

  „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვიდა: „დღეს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და სიმართლის დღე. ერთმანეთს უნდა ავუხსნათ, რა გეგმები გვაქვს, რა მომავალი გვაქვს.
ჩვენ არ გვითქვამს, რომ იმ დღეს ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, რომ დემოკრატიამ იზეიმა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია გაყოფილია.
მე არ მითქვამს და არცერთ ჩემს თანაპარტიელს არ უთქვამს, რომ საქმეს, რომელსაც საფუძველი ხუთი წლის წინ ჩაეყარა შესრულებულია.
ჩვენ მოგვეცა შანსი და არ ვუღალატებთ ამ შანსს, რომ ქვეყანა, რომ საქართველო ჩვენი სამშობლო, პირველ რიგში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი გახდეს. დამოუკიდებელი ქვეყანა ნიშნავს, რომ შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების ჩვენივე ხელით და ჩვენივე სახელმწიფო ინსტიტუტებით დავიცვათ. უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის საჭიროა, რომ თითეული მოქალაქე პიროვნულად თავისუფალი იყოს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები