ალექსი პეტრიაშვილი ხელისუფლებას პაექრობაში იწვევს
„თავისუფალი დემოკრატების“ წვრი ალექსი პეტრიაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას პაექრობაში იწვევს. მისი თქმით, პაექრობის ბოლო კეთილია.
„დღეს ჩვენ უკვე ოპოზიციური პარტია ვიწვევთ ხელისუფლებას ვიწვევთ პაექრობაში, რომლის ბოლო ნამდვილად კეთილია. ძვირფასო ხელისუფლებავ, მოედანი თქვენია, მთავარი მსაჯიც სავარაუდოდ, მაგრამ ბურთი მრგვალია. გპირდებით, რომ ჩვენ დავიცავთ თამაშის წესებს. ჩვენ დავიცავთ თამაშის წესებს და იგივეს მოვითხოვთ თქვენგან. ერთადერთი რასაც ვერ გპირდებით არის ის, რაც თქვა „პირველ მერცხალში“ დოდო აბაშიძემ თერთმეტრ მეტრიანის დარტყმის დროს ნახევარი ძალით დავარტყამთ პენალსო, ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.