„ჩვენ ისეთი სახელმწიფოს აშენება გვინდა, სადაც ადამიანი თავისუფლად და ღირსეულად იცხოვრებს”
„ჩვენ ისეთი სახელმწიფოს აშენება გვინდა, სადაც ადამიანი თავისუფლად და ღირსეულად იცხოვრებს თანასწორებს შორის“, – აღნიშნულის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ საპარალამენტო დეპუტატმა ნინო გოგუაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომელიც ფილარმონიაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, დღეიდან პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ახალი სახელმწიფოს შენებას იწყებენ.
მისივე თქმით, ისეთ სახელმწიფოს შენებას გეგმვენ, სადაც მთავარი ღირებულება თავისუფლება, ადამიანი და სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო იქნება.
„დღეიდან, ჩვენ ისევ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს სახელმწიფოსთვის. ოღონდ რასაკვირველია, თავისუფალი დემოკრატიული სამართლიანი და სამართლებრივი საქართველოსთვის. ხოდა ნუ დაგვეზარება, იმის თქმა, რომ მთავარი ღირებულებებია – თავისუფლება, ადამიანი და სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო, რომ ისინი ერთმანეთისაგან განუყრელია. ადამიანის თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრებას მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო უზრუნველყოფს და პირიქით, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოს საზრუნავი? არის თითოეული მოქალქაის ღირსება, უფლებები და კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობა. დიახ, ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულებები და მათი ერთგულება ჩვენი თავისუფალი დემოკრატების მოვალეობაა. მოვალეობაა, ასევე ამ ღირებულებნის დასავლური ორიენტაციის ერთგულება. ჩვენ ისეთი სახელმწიფოს აშენება გვინდა, სადაც ადამიანი თავისუფლად და ღირსეულად იცხოვრებს თანასწორებს შორის. ექნება თავისი თავის და კანონის იმედი, და ეცოდინება, რომ სხვისი წარმატება მისი წარმატებაცაა , საკუთარი მცირე მიღწევა სხვისთვისაც წარმატებული“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.