მაია ფანჯიკიძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე გაჟღერდა.
გამგეობის შემადგენლობა ყრილობაზე რამდენიმე წუთის წინ დამტკიცდა.
“პარტია “თავისუფალ დემოკრატებში” დაბრუნდა შალვა შავგულიძე. ამასთან, პარტიის გამგეობის წევრობაზე თანხმობა განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ასე, რომ დღეს არის ღირსეული ადამიანების შემომატების დღე პარტიაში, რაც ძალიან გვიხარია”, – განაცხადა ყრილობაზე პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრები არიან ასევე ალექსი პეტრიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ცაგარეიშვილი და სხვა ლიდერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები