„ის რაც აქამდე გაკეთებულა ქვეყანაში და რაც მომავალში გაკეთდება არის ჩვენი მოქალაქეებისთვის”

  ის რაც აქამდე გაკეთებულა ჩვენს ქვეყანაში, ის რაც გაკეთდება მომავალში არის პირველ რიგში თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, -ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.
„მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო შემდეგი: ის რაც აქამდე გაკეთებულა ჩვენს ქვეყანაში, ის რაც გაკეთდება მომავალში, არის პირველ რიგში თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცას ვინმეს ჩვენს მეგობრებს თავი მოვაწონოთ. ეს თავისთავად იქნება ამ შეფასებას ისინი თავად მიიღებენ, მაგრამ ეს უნდა მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე, ეს უნდა მივიტანოთ ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, ამიტომაც ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში, თითოეულ სოფელში ქალაქსა და რეგიონში რადგან ერთად გავიაზროთ და შევეხიდოთ იმ უმნიშვნელოვანეს პროცესს რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები