დავით უსუფაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობა პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც დამსწრეებს დავით უსუფაშვილმა მიმართა.
“ჩვენ და ქართველი დემოკრატები გავაგრძელებთ პარლამენტში მუშაობას და ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამასთანავე ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ყველა სპეკულაციას. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველი დემოკრატები გამოეყვნენ კოალიციას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ყრილობაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა იგი ყრილობას არ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. დღეს პარტიის მე-3 ყრილობა იმართება. ყრილობაზე 2100 დელეგატი იყო მოწვეული და ესწრება 2038. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გახდება.
ირაკლი ალასანია ყრილობის მონაწილეებს კენჭისყრის შემდეგ მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები