დავით ზალკალიანი ყოფილ თანამშრომლებზე – მათ სინდისზე იყოს

  მათ სინდისზე იყოს. მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან, – აღნიშნული განცხადება ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ თანამშრომლებზე საუბრისას გააკეთა, რომლებიც უწყებაში დარჩნენ.
“თითოეული ადამიანი თავის გადაწყვეტილებას საკუთარი არჩევანის მიხედვით აკეთებს. ეს მათი არჩევანია. მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას. ყველაფერს მომავალი დაგვანახებს ვინ იყო მართალი და ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება. მათ სინდისზე იყოს. მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან. ასეთმა ქმედებამ ხინჯი არ უნდა დატოვოს ჩვენს ურთიერთობებში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება იმას, თუ სად ხედავს პოლიტიკურ მომავალს, ზალკალიანის განმარტებით, თავიდანვე “თავისუფალი დემოკრატების” გვერდით იყო და მომავალშიც მათ გვერდით წარმოუდგენია საკუთარი თავი.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები