„ეს პოლიტიკური დემარში საქართველოს მძიმე შედეგებს მოუტანს“
„მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრისა და დიპლომატების ნაწილის დემარში ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე უარყოფითად აისახება“- აღნიშნული განცხადება საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელმა, ექსპერტმა ზურაბ ბიგვავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, დემარშის ფორმა რომლითაც მათ თანამდებობები დატოვეს სკანდალური და სახელმწიფოსთვის წამგებიანია.
„ქვეყნის შინგით მიმდინარე პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე უარყოფითად აისახება. დემარშის ეს ფორმა სადაც დიდი რაოდენობით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან ჩართული, სკანდალია. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ალასანიას წასვლა და მისი გუნდს გამოსვლა კოალიციიდან, უფრო ნაკლები ზიანი მიადგებოდა ქვეყანას, მაგრამ ეს რომ განმტკიცებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს სახეს წარმოადგენს, უკვე გახდა პოლიტიკურად საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან წამგებიანი. დიპლომატები რომლებიც ქვეყნის სახეს წარმოადგენენ ცხელ გულზე აკეთებენ განცხადებას და დაეთანხმნენ იმ მოსაზრებას, რომელიც შეიძლება სულაც გარკვეული მოტივით ყოფილიყო განპირობებული. საერთაშორისო ასპარეზზე ეს საკმაოდ მძიმედ მოსაგვარებელი იქნება საქართველოსთვის“- განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.