დავით შავლიაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

  დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 177 წელი შესრულდა. სოფელ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა მოინახულა. მინისტრი მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის განხორციელება მცხეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში კვარცხლბეკის მოწყობა, მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 545 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები