„თავისუფალი დემოკრატები“ რიგით მესამე ყრილობის ჩატარებისთვის ემზადებიან

  ამ წუთებში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „თავისუფალი დემოკრატები“ რიგით მესამე ყრილობის ჩატარებისთვის ემზადებიან. როგორც პარტიის ერთ-ერთ წევრმა ალექსნდრე პეტრიაშვილმა განაცხადა, ყრილობაზე პარტიის 2000-მდე სტუმარს ელოდებიან. მისი თქმით, დარბაზში შეკრების საზოგადოებას სიტყვით ირაკლი ალასანია მიმართავს.
ყრილობას საქართველოში აკრედირებული ელჩები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
დღესვე ყრილობაზე, „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის თავმჯდომარედ ისევ ირაკლი ალასანიას აირჩევენ.
ყრილობაზე პარტიის წესდების ახალი რედაქციის მიღება და ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია იგეგმება. “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება.
პარტიის ლიდერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება. მისი თქმით, პოლიტიკაში ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების ღირებულებების ირგვლივ დაჯგუფება დაიწყება და არა “ვიღაცა ვიღაცის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები