“ევროსტრუქტურებში გაერთიანება აფხაზებისა და ოსებისთვისაც შანსად უნდა ვაქციოთ”

  რუსეთსა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების საკითხს, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტი და უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი გამოეხმაურა.
ხორგუანის განცხადებით, ახალი არაფერია იმაში რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს თავისი მიზნები აქვს დაიქ ის თავისი პოზიციების გამყარებას ცდილობს,მისი თქმით, მთავარია საქართველო რას უპირისპირებს ამას.
ხორგუანმა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ნდობის აღდეგანასთან ერთად აუცილებელია გაგრძელდეს საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების ჩვენი შანსი საქართველომ უნდა აქციოს შანსად, აფხაზებისთვის და ოსებისთვის.
„ ტერიული მთლიანობის თემის გააქტიურება საერთოდ ისტერიულ ფონზე არ უნდა ხდებოდეს, მხოლოდ იმიტომ რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდა. ჩემთვის რუსეთი ოკუპანტი 2008 წელს არ გახდარა, რუსეთი ჩემთვის არის ოკუპანტი იმ ომების შემდეგ, რომელიც გადავიტანეთ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. ახალი არაფერია იმაში რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს თავისი მიზნები აქვს და ბუნებრივია ის თავისი პოზიციების გამყარებას შეეცდება, მთავარია ჩვენ რას ვუპირისპირებთ ამას და როგორია ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამასთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება, მეორე ასევე უმნიშვნელოვანესია რომ საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს. ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების ჩვენი შანსი, უნდა ვაქციოთ შანსად აფხაზებისთვის და ოსებისთვის. ეს მათთვისაც  უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობაა. ამაში უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები“- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები