ერმიტაჟის მუზეუმის შესახებ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ

13 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეჟისორ ვახტანგ მიქელაძის მიერ ერმიტაჟის მუზეუმის შესახებ 2014 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
ფილმში მოცემულია დოკუმენტური კადრები ერმიტაჟის დაარსების, განვითარების, მუზეუმიდან ექსპონატთა გატანის, მათი აღდგენა/რესტავრაციის შესახებ. წარმოდგენილია თავად ერმიტაჟის შენობის არაერთხელ დანგრევისა და რეაბილიტაციის ისტორია. ფილმის ხილვა საინტერესო იქნება როგორც სამუზეუმო სფეროს სპეციალისტებისა და არქიტექტორებისათვის, ისე საგანმანათლებლო მიზნით, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
ფილმი პირველად იქნება ნაჩვენები ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები