ისტორიული ბალთები გამოიფინება

დღეს „თი-ბი-სის“ „არტ გალერეა“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ჭვირული ბალთების უნიკალურ კოლექციას უმასპინძლებს.
გამოფენაზე სახელწოდებით „ბრინჯაოდან „თი-ბი-სიმდე“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ზემო რაჭის რეგიონში აღმოჩენილი 18 ისტორიული არტეფაქტი, რომლებიც ძვ.წ.-ის VIII-VI და ახ.წ.აღ-ის I-III საუკუნეებით თარიღდება.
ბანკის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ონის სამუზეუმო ექსპონატები კერძო საგამოფენო სივრცეში იფინება და ფართო საზოგადოებას საშუალება ეძლევა, ისინი თბილისში იხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები