გამოფენა „შარაკუ – გადმოცემული თანამედროვე იაპონელი მხატვრების მიერ“ გაიხსნება

12 ნოემბერს ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, იაპონიის საელჩო საქართველოში, იაპონიის ფონდის მოგზაურ გამოფენას „შარაკუ – გადმოცემული თანამედროვე იაპონელი მხატვრების მიერ“ გამოფენას გახსნის.
ტოშუსაი შარაკუ ედოს პერიოდში მოღვაწე უკიო – ეს ცნობილი მხატვარია. მისი ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის ჰაჩობორიში მცხოვრები ნოს თეატრის მსახიობი საიტო ჯურობეი იყო. მის მიერ დახატული მსახიობების პორტრეტები ინდივიდუალური სახის გამომეტყველებით გამოირჩევა და სწორად ეს განსხვავება აერთიანებს მის ყველა ნამუშევარს.
იაპონიის ფონდის მოგზაურ გამოფენაში წარმოდგენილია 81 იაპონური ხელოვნების ნიმუშის მშვენიერება და სიმდიდრე – შარაკუს ინტერპრეტაცია, რომელიც განსხვავებული ხედვის და სტილის მქონე 28 იაპონელმა გრაფიკულმა დიზაინერმა და თერთმეტმა ხელოვანმა წარმოადგინა.
დამთვალიერებელს ეძლევა საუკეთესო საშუალება, რომ იხილოს კაბუკის მსახიობების პორტრეტები, სხვადასხვა ნახატები და პოსტერები, ასევე ხელოვნების სამგანზომილებიანი ნიმუშებში. თითოეულ მათგანში მკვეთრად იგრძნობა გამოჩენილი ხელოვანის, ტოშუსაი შარაკუს გავლენა.
იმისთვის, რომ გაადვილდეს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების გაგება და შეფასება, გამოფენა სამ სექციად იყოფა: „შარაკუს რეპროდუქცია“, „შარაკუ გრაფიკულ მხატვრობაში“ და „შარაკუს მიმართ გამოხატული პატივისცემა“. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ხელოვანების ყოველი ნამუშევარი მრავალფეროვნებითა და მკაფიო გამოსახულებით განსხვავდება, რაც შარაკუს ინტერპრეტაციას უფრო მეტად ავანგარდულს ხდის და თანამედროვე სახეს სძენს.
გამოფენის გახსნას იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ბატონი ტოშიო კაიტანი დაესწრება. გამოფენა 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები