“არა მგონია საჭირო იყოს პრემიერის შეფასებებზე ცალკეული კომენტარების გაკეთება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომელიც მან ალასანიას მისამართით გამოთქვა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი განმარტებით, რა შეფასებაც გააკეთა პრემიერმა, ეს არის მისი ხედვა. „არა მგონია, რომ როდესაც პრემიერი აკეთებს რაიმე ტიპის კომენტარს, და შეფასებას აკეთებს ისე, რომ არ არსებობდეს ის კონკრეტული ფაქტები, ან კონკრეტული გარემოებები, რომელიც საკმაოდ მწვავე შეფასების საფუძველი ხდება ხოლმე. ეს არის შეფასებები, რომელიც გააკეთა პრემიერმა. ეს არის მისი ხედვა და არა მგონია, რომ საჭირო იყოს პრემიერის შეფასებებზე ცალკეული კომენტარების გაკეთება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები