პრემიერის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებულ საქმის მასალებს არ იცნობს, – აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იცნობს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებული საქმის მასალებს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილია პროკურატურის საჯარო განცხადებები, ასევე, ბუნებრივია მთავრობის მეთაური ამ საქმესთან დაკავშირებით ფლობს დამატებით ინფორმაციას, მარგამ არა საქმის მასალებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გამოძიების მასალებზე ხელი არავის მიუწვდება, გარდა საქმეში მონაწილე პირებისა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები