პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ ქალთა ძალადობის თემას მიეძღვნება

სამოდელო სააგენტოს „ლიკა ყაზბეგი“ პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“, რომელშიც ორმოცდაათი ქალი მიიღებს მონაწილეობას, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.
როგორც სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი ამბობს, პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ უკვე მეშვიდედ გაიმართება და წლევანდელი ღონისძიება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„ამ პროექტის მეშვიდე სეზონი, წელს, საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება. პროექტში უპრეცედენტოდ ბევრი-ორმოცდაათი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ქალბატონთა რაოდენობა განსაზღვრა თემამ, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას. ეს ძალადობის თემაა… წლევანდელი ჩვენება ქალთა ძალადობის წინააღდეგ მიმართული აქციაა. მისი მთავარი გმირიც კი, რომელიც დახურავს ჩვენებას სწორედ ის ქალია, რომელიც თავის დროზე მსხვერპლად იქცა. ახლა კი ის რეაბილიტირებულია“, – ამბობს ლიკა ყაზბეგი.
პროექტში მონაწილეობას ცნობილი მსახიობები, ოპერის მომღერლები, საქმიანი ქალბატონები და საჯარო მოხელეები მიიღებენ.
ლიკა ყაზბეგის წარმატებული ქალები პოდიუმზე 26 ნოემბერს გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები