დიდ ბრიტანეთში ქარხნის ხუთმა მუშამ 3 მილიონი სტერლინგის ჯეკ-პოტი მოიგო
დიდი ბრიტანეთის ქალაქ სტოლიბრიჯში, ქაღალდის ქარხნის ხუთმა მუშამ ლატარეაში ჯეკ-პოტი მოიგო. ხუთმა მეგობარმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ გადაწყვიტა გაერთიანებულიყვნენ, ისინი ყოველ კვირას 16 სტერლიგის ღირებულების ბილეთებს იძენდნენ, ხოლო მოგებულ თანხას წლის ბოლოს საშობაოდ ინაწილებდნენ. ყველაზე დიდი თანხა, რომელიც მათ ამ სახით მიუღიათ მხოლოდ 100 სტერლინგი გახლდათ.
საბოლოოდ, მეგობრებს იღბალმა გაუღიმა და 1 ნოემბერს მათ ლატარეა Triple Lotto Rollover-ში ჯეკ-პოტი მოიგეს.
დაუჯერებელი წარმატების მიუხედავად, მეგობრები ქარხანაში მუშაობას აგრძელებენ, რადგან ეს ქარხანა გამოცდილი სამუშაო კადრების დეფიციტს განიცდის.
თითოეულ გამარჯვებულთაგან თავისი ოცნება აქვს და ახლა მათ ასრულებას შეეცდებიან. 53 წლის გერი სმიტს, სურს ახალი ავტომობილი შეიძინოს და იპოთეკური კრედიტი დაფაროს. 44 წლის ენდრიუს ოცნება შვილის დისნეილენდში წაყვანა გახლავთ.
საინტერესოა, რომ ამ მეგობრული სინდიკატის წევრი პენსიონერი დევიდ კინგიც გახლავთ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ქარხანაში კარგა ხანია აღარ მუშაობს, მეგობრების ხათრით მაინც არ წყვეტდა ლატარეაში მონაწილეობის მიღებას.