პუტინის და ობამას არაფორმალური შეხვედრა შესაძლოა 10 ნოემბერს შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან აზიის და წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ან „დიდი ოცეულის“ სხდომის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრების გამართვას არ აპირებს. თუმცა, სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტების საუბარი, შესაძლოა, ჩინეთში, აზიის და წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დროს, კულუარებში შედგეს.
შეგახსენებთ, რომ აზიის და წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი პეკინში 10 ნოემბერს იხსნება. „დიდი ოცეულის“ შეხვედრა კი 15-16 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები